ვენის შტრაუსის ფილარმონიული ორკესტრი
ვენის შტრაუსის ფილარმონიული ორკესტრი პირველად წარდგება თბილისში 2026 წლის 5 დეკემბერს, კახიძე მუსიკის ცენტრში.
პროგრამაში წარმოდგენილია მოზარტის, ბრაჰმსის, ოფენბახის, როსინის და კალმანის ნაწარმოებები, ასევე შტრაუსების დინასტიის შედევრები. ორკესტრი დაარსდა ვენაში 2014 წელს ცნობილი ანსამბლების მუსიკოსების მიერ და მისი მუდმივი დირიჟორია ანდრაშ დეაკი.
ამ ტურისთვის სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია 27 მუსიკოსი ავსტრიიდან, უნგრეთიდან, იაპონიიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ტაივანიდან, ხორვატიიდან და კვიპროსიდან. ორკესტრი მიზნად ისახავს ვენის მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას, განვითარებას და საერთაშორისო დონეზე გავრცელებას.