მუსიკა და ფერები
მუსიკა და ფერები აცნობს საბავშვო და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს მუსიკალურ ნოტებს, ფერების ისტორიას და მათ შორის კავშირს. ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლის მუზეუმის ტურის შემდეგ მონაწილეები ვიდეო და აუდიო მასალების საშუალებით შეისწავლიან მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელსაც თან ახლავს ცვალებადი ფერადი განათებები, კომპოზიტორების მიერ მუსიკის წერის მეთოდებსა და ხელსაწყოებს და მუსიკალური ნოტების სახელების წარმოშობას.
პროგრამა ხელმისაწვდომია ჯგუფებისთვის და ინდივიდუალური ვიზიტორებისთვის. ტარდება შაბათობით 15:00 საათზე, გრძელდება 90 წუთი და მისასალმებელია 6 წლის და უფროსი ბავშვებისთვის. მაქსიმალური მონაწილეთა რაოდენობაა 20. პროგრამა ტარდება ქართულ ენაზე.