„ტოკ-ტოკი“ ლორან ბაფისგან
„ტოკ-ტოკი“ საქართველოს პრემიერა ილიაუნის თეატრში — ერთაქტიანი დრამატული კომედია ექვსი ადამიანის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობებს განიცდიან. ისინი თერაპიის სესიაზე მოდიან ცნობილ ფსიქოლოგთან, მაგრამ მოულოდნელად მისაღებში ერთად ხვდებიან. როდესაც ექიმის მოსვლა გაურკვევლად იწელება, იწყება კომიკური, აბსურდული და დრამატული სიტუაციების ქაოსი. ჰუმორის მიღმა სპექტაკლი ადამიანის ტკივილს, ტოლერანტობასა და ურთიერთგაგებას იკვლევს.
რეჟისორი: დავით ჩხარტიშვილი; თარგმანი: ვალერი ოთხოზორია; სცენისა და კოსტიუმების დიზაინი: ლევან კვარაცხელია; მუსიკა: ანი ზაქარეიშვილი. როლებში: ნანა ბუთხუზი, ქეთი ლუარსაბიშვილი, ანა მატუაშვილი, გიგი კარსელაძე, ცოტნე მეტონიძე და გიორგი წერცვაძე.
ხანგრძლივობა: 95 წუთი. სტრუქტურა: ერთაქტიანი სპექტაკლი. ასაკობრივი შეზღუდვა: 15+.