„ტოკ-ტოკი“ ლორან ბაფისგან
„ტოკ-ტოკი“ საქართველოს პრემიერა ილიაუნის თეატრში აქვს და წარმოადგენს ერთმოქმედებიან დრამატულ კომედიას ექვსი ადამიანის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას განიცდიან. ისინი თერაპიის სესიაზე მიდიან ცნობილ ფსიქოლოგთან, თუმცა ექიმის გაურკვეველი დაგვიანების გამო, ერთად ხვდებიან მისაღებში. ვითარება გადაიზრდება კომიკურ, აბსურდულ და დრამატულ მოვლენათა ქაოსში, თანდათან გამოაშკარავებს ღრმა ადამიანურ ტკივილს და შეისწავლის ტოლერანტობასა და ურთიერთგაგებას.
პროექტის რეჟისორია დავით ჩხარტიშვილი, თარგმანი: ვალერი ოთხოზორია. სცენისა და კოსტიუმების დიზაინი: ლევან კვარაცხელია, მუსიკა: ანი ზაქარეიშვილი. როლებში: ნანა ბუთხუზი, ქეთი ლუარსაბიშვილი, ანა მატუაშვილი, გიგი კარსელაძე, ცოტნე მეტონიძე და გიორგი წერცვაძე.
ხანგრძლივობა: 95 წუთი. სტრუქტურა: ერთმოქმედებიანი სპექტაკლი. ასაკობრივი შეზღუდვა: 15+.
მომავალი ღონისძიებები
შემოქმედებითი საღამო Check Point-ში — კვი, ნოე 22 · 14:00
ერთდღიანი ტური კახეთში 🍷 — შაბ, ნოე 28 · 12:00
ახალი წლის წვეულება — ხუთ, დეკ 31 · 21:08
ღონისძიება დასრულდა
ღონისძიება დასრულდა 3 ნოემბერი 2026. მოძებნეთ აქტუალური ღონისძიებები და აირჩიეთ ახალი გეგმა.