Pochill ბათუმი
Telegram-იდან

ფესტივალი „მანდარინობა“

შაბ, ნოე 28 · 11:00 Castello Mare Hotel & Wellness Resort

ფესტივალი „მანდარინობა“ გაიმართება 28 ნოემბერს Castello Mare-ში. 11:00-დან 13:00 საათამდე სტუმრებს შეეძლებათ მანდარინების კრეფა სასტუმროს გვერდით ბაღში.

14:00 საათზე დაიწყება ფესტივალის პროგრამა: ადგილობრივი მწარმოებლების მარკეტი, ცოცხალი მუსიკა, მასტერკლასები, თამაშები, ქართული სიმღერები და ცეკვები, Circular Food Stand, შემოდგომის დეკორაციები და DJ სეტი 17:00 საათიდან.

ფესტივალის პროგრამაზე შესვლა თავისუფალია. მანდარინების კრეფის ბილეთები: ზრდასრულებისთვის — 25 ლარი, 12 წლამდე ბავშვებისთვის — 15 ლარი.

ბილეთები: https://biletebi.ge/concerts/mandarinoba-2026

გაგრძელება Pochill-ში

დათვალიერება ვებზე მუშაობს. შეერთება და ჩატი აპშია.

აპში გადასვლა

აირჩიეთ ქალაქი

Georgia

თბილისი ბათუმი ქუთაისი რუსთავი ზუგდიდი თელავი წყალტუბო