მანდარინობა
ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ეძღვნება მანდარინის აღების სეზონს, გაიმართება 21 ნოემბერს Castello Mare-ში.
11:00-დან 13:00 საათამდე სტუმრებს შეეძლებათ მანდარინის აღება ბაღში. 14:00 საათზე დაიწყება ფესტივალის პროგრამა: ადგილობრივი მწარმოებლების მარკეტი, ცოცხალი მუსიკა, მასტერკლასები მანდარინის მურაბისა და ჩურჩხელის მომზადებაზე, თამაშები პრიზებით, ქართული სიმღერებისა და ცეკვების შოუ, Circular Food Stand და შემოდგომის დეკორაციები. 17:00 საათიდან — DJ სეტი.
მანდარინის აღების ღირებულებაა: 25 ლარი ზრდასრულებისთვის და 15 ლარი 12 წლამდე ბავშვებისთვის. ფესტივალის პროგრამაზე შესვლა თავისუფალია. ბილეთები მანდარინის აღებაზე იყიდება საიტზე biletebi.ge.