ცენტრებისა და CX ლიდერთა სემინარი
17 ივნისს, სასტუმრო Holiday Inn-ში, კონტაქტ ცენტრებისა და მომხმარებელთა გამოცდილების (CX) ლიდერებისთვის გაიმართება ერთდღიანი ინტერაქტიული სემინარი. ღონისძიება ფოკუსირებულია თანამედროვე გამოწვევებზე: ადამიანური რესურსების და ინოვაციური ტექნოლოგიების შერწყმაზე, ოპერაციების გაუმჯობესებასა და სერვისის განვითარებაზე. მოწვეული სპიკერები – თამთა გობრონიძე, ნათია რუხაძე, თამარ კანაშვილი და ბექა გიგაური გაგიზიარებენ წლობით დაგროვილ გამოცდილებას ოპერაციული ეფექტურობის, მომხმარებლის საჭიროებების ამოცნობის, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების ანალიზის შესახებ. მასტერკლასები მოიცავს რეალურ ქეისებს, როლურ თამაშებს და პრაქტიკულ რჩევებს თანამშრომლების მომზადების, მოტივაციისა და გუნდის მხარდაჭერის თემებზე. მონაწილეობა შეგიძლიათ მხოლოდ 18 წელს ზემოთ. ბილეთის ფასი იწყება 120 ლარიდან. სემინარის მიზანია პროფესიულ კომუნიკაციაზე, ახალ ავტომატიზირების ინსტრუმენტებსა და გამოცდილების გაზიარებაზე ორიენტირებული სივრცის შექმნა, საიდანაც დაბრუნდებით პრაქტიკული ცოდნითა და ახალი იდეებით.