სულ ოთახში დარჩი

შაბ, მაი 23 · 20:00 City Theatre

„სულ ოთახში დარჩი“ – ეს არის თანამედროვე პოლიტიკური ფარსი, რომელიც 5 ადამიანის ცხოვრების დრამატულ ფრაგმენტებს, საქართველოში არსებული სოციალური სირთულეებს და ახალგაზრდა თაობის თვითგადარჩენის მცდელობას წარმოაჩენს. სპექტაკლი ინტერაქტიული და ირონიული სახისაა: მაყურებელი ახალგაზრდა გმირების განცდებისა და ამბოხის თანამონაწილე ხდება. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ნამუშევარი ძველ და ახალ მსოფლმხედველობას შორის არსებული ფარული დაპირისპირების თემებზე ფოკუსირდება და მთლიანად საქართველოს რეალობას ასახავს. ავტორი და რეჟისორი: ქეთევან სამხარაძე. ქორეოგრაფი: archprincessss. კოსტუმების დიზაინერი: ჯაბა ყურთიშვილი. დიგიტალური დიზაინი: თამარ სამხარაძე. გრიმიორი: გიორგიკლიაინი. ვიდეოგრაფები: ნიკა ზუბაშვილი, ჯაბა ყურთიშვილი. ფოტოგრაფი: გიორგი შენგელია. როლებს ასრულებენ: ზუკა ცუხიშვილი, ანკა დიდმანიძე, ნინა კიფშიძე, სალომე ესაძე, ანიკო შურგაია, ლუკა ჭიბუხაია, ნიკა ჯაფარიძე. მუსიკალური გაფორმება: ბაჩო ჯიკიძე, თორნიკე ჯაფიაშვილი, Blue Trio და მადონა. სპექტაკლი გაიმართება 2026 წლის 23 მაისს, 20:00 საათზე, ქალაქის თეატრში. ბილეთის ფასი: 35 ლარი. ინგლისური სუბტიტრებით.

გაგრძელება Pochill-ში

დათვალიერება ვებზე მუშაობს. შეერთება და ჩატი აპშია.

აპში გადასვლა