პერფექციონიზმი და პროკრასტინაცია - ლექცია
29 ივნისს აზროვნების აკადემია მასპინძლობს სალონურ საუბარს, რომელსაც უძღვება მარიამ გერგაული, აზროვნების აკადემიის - ინტეგრას ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპევტი, თემაზე „პერფექციონიზმი და პროკრასტინაცია“. პერფექციონიზმი ხშირად უკავშირდება მაღალ სტანდარტებსა და წარმატებას, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს შეცდომების შიში, თვითკრიტიკა და უკმაყოფილება. პროკრასტინაცია კი მხოლოდ დავალებების გადადება არ არის; ხშირად ეს ემოციური სირთულეების, როგორიცაა შფოთვა და წარუმატებლობის შიში, მართვის გზაა. შფოთვა ორივეს საფუძველშია და გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე, პროდუქტიულობაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლექციაზე განიხილება ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც აკავშირებს პერფექციონიზმს, პროკრასტინაციასა და შფოთვას, და იკვლევა გზებს, როგორ დაარღვიოთ ეს ციკლი და განავითაროთ მოქნილი, ჯანმრთელი მიდგომები. ღონისძიებას თან ახლავს ბუფეტი და სასიამოვნო ატმოსფერო, ხანგრძლივობა 2-3 საათი.
ღონისძიება დასრულდა
ღონისძიება დასრულდა 30 ივნისი 2026. მოძებნეთ აქტუალური ღონისძიებები და აირჩიეთ ახალი გეგმა.