ფილარმონიის 100 წელი
2026 წლის 12 ივნისს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დარბაზში გაიმართება საქართველოს ფილარმონიული ორკესტრის 100 წლის საიუბილეო კონცერტი. მთავარ სცენაზე საქართველოში პირველად გამოჩნდება დირიჟორი ქრისტიან კლუქსენი და პიანისტი რომან ბორისოვი. საღამოს პროგრამაში მოისმენთ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის პირველ ფორტეპიანოს კონცერტს და იოჰანეს ბრაჰმსის მეოთხე სიმფონიას. ღონისძიება გაიმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით. მხარდამჭერები არიან: დავით ბეჟუაშვილის საგანმანათლებლო ცენტრი, GULF, სარაჯიშვილი და ConceptArt. საინფორმაციო პარტნიორები: პალიტრა, ფორტუნა და 118 08. კონცერტის ოფიციალური პრეზენტატორები არიან კოკა-კოლა და წყალი „მთის“. ბილეთის ფასი: 35-80 ლარი. ასაკობრივი ზღვარი: შეუზღუდავი. არ გამოტოვოთ უნიკალური მუსიკალური საღამო საქართველოს ფენომენური აკადემიური ორკესტრით.