საპნის მასტერკლასი ბავშვებისთვის
შემოუერთდით თსეშის მასტერკლასს, სადაც ბავშვები თავად დაამზადებენ საპნებს საყვარელი ფორმებით – სტიჩი, ლაბუუბუ, გულები, დათუნიები და სხვა. ისინი შეარჩევენ სურნელსა და ფერს, მოხატავენ ტრადიციულ ქართულ ორნამენტებს და საპნის გამოშრობის პერიოდში მოისმენენ საპნის წარმოშობის ამბავს. ყოველი პატარა მონაწილე შინ წაიღებს საკუთარი ხელით შექმნილ ნაჩუქარ საპნებს. მასტერკლასი ხელს უწყობს ბავშვებში დამოუკიდებლობის, შემოქმედების, მოქნილობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას, ამავდროულად კი ეხმარება მათ ახალი მეგობრების შეძენაში. 5 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელია მშობლის ან მომვლელის თანხმობა. მისამართი: გ. ახვლედიანის 25 (ყოფილი პეროვსკაია). თარიღები: 7, 8, 14, 15 მარტი, დრო: 14:00. ფასი: 55 ლარი.
გაგრძელება Pochill-ში