ხელოვნური ინტელექტი და ნდობა
პროექტს აწყობს Terminal და AIforHumans. 'AI is' სერიის პირველი შეხვედრა არის იმაზე, რატომ ვენდობით ხელოვნური ინტელექტის პასუხებს უფრო მეტად, ვიდრე ადამიანისას. ვისაუბრებთ არა ტექნიკურ დეტალებზე, არამედ იმ ცვლილებაზე, რასაც ახალი ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში იწვევს. მთავარი კითხვებია: რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი ალგორითმებისთვის? როგორ გახდა ინსტრუმენტი ავტორიტეტი? რას უზიარებთ და რას ენდობით AI-ს? პანელის სტუმრები არიან: ანდრო ჯგებუაძე (IT და ფინანსები), გიორგი გუგუშვილი (AIforHumans-ის დამფუძნებელი) და გუგა ბურდული (დათა მეცნიერი, Fulbright-ის სტიპენდიანტი, TBC-ის ანალიტიკის ხელმძღვანელი). ფორმატი: 2-საათიანი დისკუსია და აუდიტორიის კითხვა-პასუხი. თუ გაინტერესებთ, როგორ იცვლება სიმართლის განსაზღვრა, შემოგვიერთდით 7 მარტს, 2026 წელს Terminal-ში. ადგილები შეზღუდულია!