ვალერიან შიუკაშვილთან კონცერტი
2026 წლის 9 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ვალერიან შიუკაშვილის მუსიკალური პროექტის პირველი კონცერტი. საღამოს პირველ ნაწილში საქართველოს რეგიონებიდან შერჩეული 12 გამორჩეული ახალგაზრდა პიანისტი შეასრულებს პიოტრ ჩაიკოვსკის მუსიკალურ ნაწარმოებს „სეზონები“. მეორე ნაწილში სცენაზე ვალერიან შიუკაშვილი წარდგება და პირველად შემოგვთავაზებს მოდესტ მუსორგსკის ცნობილ ციკლს "გამოფენაზე სურათები". პროექტის მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული ზრდა და მათი სცენაზე გამოსვლის გამოცდილების გაფართოება. ვალერიან შიუკაშვილი წლებია აქტიურად უწყობს ხელს ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრების განვითარებას, აერთიანებს ფესტივალებს, კონკურსებს და ახალ თაობას აძლევს წარმატების გზაზე დასამახსოვრებელ სტარტს. კონცერტი იწყება 20:00 საათზე. დასწრება ნებადართულია 10 წლიდან. ორგანიზატორია თბილისის მერია.