U20 რაგბის მსოფლიო თასი
საქართველოს პირველად ერგო U20 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის პატივი! 27 ივნისიდან 18 ივლისამდე, თბილისი (მესხის და ავჭალის სტადიონები) და ქუთაისი (აია არენა) მიიღებენ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ 16 ახალგაზრდულ ნაკრებს. ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალები თბილისში და ქუთაისში, ხოლო ფინალი მესხის სტადიონზე გაიმართება. იხილეთ მომავალი ვარსკვლავების თამაში და გახდით მსოფლიო მასშტაბის სპორტული ღონისძიების ნაწილი. 6 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.
გაგრძელება Pochill-ში