იბერია 1999 vs რუსთავი - ეროვნული ლიგის საფეხბურთო მატჩი
17 ივნისს 19:00 საათზე იბერია 1999 რუსთავის წინააღმდეგ ითამაშებს ეროვნული ლიგის 18-ე ტურში. მატჩი გაიმართება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ილია ჭავჭავაძის გამზირი #74, თბილისი. მატჩზე დასასწრებად მოსულ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ გათამაშებაში, სადაც პრიზებია PlayStation 5, ელექტრო სკუტერი, AirPods, იბერიის ბრენდირებული ნივთები, საფეხბურთო ბურთები და სხვა საჩუქრები. გარდა ამისა, ყველა დამსწრე ავტომატურად მონაწილეობს სეზონის მთავარ გათამაშებაში, სადაც შესაძლებელია მოიგოთ ახალი Audi Q5, ორისთვის მოგზაურობა და ფულადი პრიზები 15,000₾, 10,000₾ ან 5,000₾. VIP ბილეთის მფლობელებს (50₾) სტადიონის სიახლოვეს უფასო პარკინგი ეძლევათ ბილეთის წარდგენისას. 6 წლამდე ბავშვები უფასოდ ხვდებიან.
გაგრძელება Pochill-ში