მინის სამკაულის ფუზინგი
13-14 ივნისს გრატო პასაჟი უმასპინძლებს ორდღიან პრაქტიკულ მასტერკლასს მინის სამკაულის ფუზინგის ტექნიკის შესასწავლად. შეხვედრა იწყება 15:00 საათზე და თითო სესია 1.5 საათს გრძელდება. მოისმენთ მინის შესახებ საინტერესო ინფორმაციას, ისწავლით მინის ჭრას, შექმნით პანდანტს და სამკაულების სრულ კომპლექტს, რომელიც პანდანტის, საყურეების და ბეჭდისგან შედგება. მასტერკლასის შემდეგ თქვენი ნამუშევრები სპეციალურ ღუმელში დაიწვება და რამდენიმე დღეში საბოლოო სახით მიიღებთ. ინსტრუქტორია მარიამ მარკაროვი — სახელოვნებო მინის სტუდია „პავონეს“ ფუძემდებელი, რომელსაც ამ სფეროში 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და უცხოეთში პროფესიული კურსები აქვს დამთავრებული. მასტერკლასი იდეალურია ყველასთვის, ვისაც ხელოვნური მინის უნიკალური სამკაულის შექმნა აინტერესებს. კურსის ღირებულებაა 220 ლარი. სამკაულების სამაგრები ტიპიური მასალითაა, სურვილის შემთხვევაში მოგვიანებით შეგიძლიათ ვერცხლში შეცვალოთ. ასაკობრივი შეზღუდვა არაა.