ოთახის მიღმა არ გახვიდე
მძაფრი ირონიით დატვირთული სპექტაკლი „ოთახის მიღმა არ გახვიდე“ ყველა იმ ახალგაზრდა ადამიანის შესახებ, ვინც დღევანდელ საქართველოში გაურკვევლად და ჩაკეტილად გრძნობს თავს. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორია ხუთი სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ტრაგედიას ირეალურ-პოლიტიკურ ფარსად უბადლო ხერხით აქცევს. სპექტაკლის რეჟისორი და ავტორი ქეთევან სამხარაძეა. ქორეოგრაფია: archprincessss. კოსტიუმების დიზაინერი: ჯაბა ქურთიშვილი. ციფრული დიზაინერი: თამარ სამხარაძე. მაკიაჟის არტისტი: გიორგი კლჯაინი. ვიდეოგრაფია: ნიკა ზუბაშვილი, ჯაბა ქურთიშვილი. ფოტოგრაფი: გიორგი შენგელია. მონაწილეობენ: ზუკა ცუხიშვილი (ხმა), ანკა დიდმანიძე / ნინა კიფშიძე, სალომე ესაძე, ანიკო შურგაია, ლუკა ჩიბუხაია, ნიკა ჯაფარიძე. მუსიკალური გაფორმება: ბაჩო ჯიკიძე, თორნიკე ჯაფიაშვილი, Blue Trio, Madonna. წარმოდგენა გაიმართება ქალაქის თეატრში 2026 წლის 23 მაისსა და 11 ივნისს. ინგლისური სუბტიტრებით.