სამშენებლო სამართლის საფუძვლები
შემოგვიერთდით სამშენებლო სამართლის პრაქტიკულ კურსში ნინა ჯულაკიძის ხელმძღვანელობით, რომელიც განკუთვნილია ახალბედა იურისტებისთვის, არქიტექტორებისთვის და ნებისმიერისთვის, ვისაც სურს გაეცნოს სამართლებრივ ასპექტებს მშენებლობის სფეროში. კურსი მოიცავს ოთხ შეხვედრას – 30 მაისს, 6, 13 და 20 ივნისს, 11:00-17:00 საათზე, სასტუმრო "Mercure"-ში (ფილარმონიის მიმდებარედ, პეტრე მელიქიშვილზე 10) და ონლაინ პლატფორმაზე. შეხვედრებზე განხილული იქნება: მიწის სამშენებლო პოტენციალი და ნებართვების მიღების პროცესი, ნებართვების დოკუმენტაცია და კერძო სამართლებრივი გარიგებები, მუნიციპალური ინსპექცია, დარღვევები და სანქციები, ასევე სასამართლო დავები. თითოეულ სესიაზე განიხილავთ ყველა მნიშვნელოვან სტადიას შესაბამის პრაქტიკულ მაგალითებთან ერთად. ერთი შეხვედრის ღირებულება 390 ლარი, სრული კურსი – 1290 ლარი. რეგისტრაცია შესაძლებელია 27 მაისამდე.