კარმენი ოპერის თეატრში
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 13 ივნისს წარმოგიდგენთ ჟორჟ ბიზეს უკვდავ ოპერას „კარმენი“. სპექტაკლის მუსიკალურ ნაწილს უძღვება ზაზა აზმაიფარაშვილი, დადგმას ხელმძღვანელობს ლევან წულაძე. სცენოგრაფია ირაკლი ავალიანს ეკუთვნის, კოსტიუმებს კი პოლინა რუდჩიკი ქმნის. საბალეტო სცენებს ჯია მარგანია აწყობს. დაგვიანებული მაყურებლები დარბაზში მხოლოდ პირველ შესვენებაზე დასწრებას შეძლებენ. აუცილებელია შესაბამისი ჩაცმულობის დაცვა. ბავშვების დასწრება 6 წლის ზემოთ არის ნებადართული.
გაგრძელება Pochill-ში