ტატუზა ჯაზ კლუბი
ტატუზა ჯაზ კლუბი, რომელიც მდებარეობს სასტუმრო ტელეგრაფში, სახელგანთქმული ქართველი ჯაზმენის, თამაზ "ტატუზა" ქურაშვილის ნოსტალგიით შთაგონებულია და თბილისის ახალ კულტურულ ცენტრს ქმნის. აქ ყოველთვიურად 30-მდე ლაივ კონცერტი ტარდება - მოისმენთ ადგილობრივ არტისტებს, ამერიკელ და ევროპელ მუსიკოსებს, რომლებსაც კლუბის რეზიდენტი ბენდები და მოწვეული ვარსკვლავები უერთდებიან. კლუბი სტუმრებს სთავაზობს ჯაზის მრავალფეროვან პროგრამას, რაც საშუალებას აძლევს როგორც თბილისის მკვიდრებს, ისე სტუმრებს, გაიზიარონ მუსიკის ენერგია და სიახლეები. კლუბი მუშაობს ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით. კარის გახსნა - 21:00, კონცერტის დასაწყისი - 22:00. დასწრება შეზღუდულია 18 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის. ბილეთების ღირებულება - 48-დან 900 ლარამდე. შესაძლებელია მაგიდების გაზიარება სხვა სტუმრებთან. TBC WM Visa ბარათით ბილეთზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო TBC Concept Visa და Visa Signature ბარათით – 15%-იანი შეღავათი.