ვივალდი: ოტონე ვილაში
ანტონიო ვივალდის პირველი ოპერა, „ოტონე ვილაში“ პირველად შესრულდება საქართველოში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ მიწვევით. ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება და 3, 5, 6 და 8 მარტს გაიმართება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, რომლის ინტერიერი მაქსიმალურად უახლოვდება ვენეციური თეატრის ავთენტურ გარემოს. მუსიკა სრულად ბაროკოს ინსტრუმენტებზე შესრულდება, სცენაზე ავა საერთაშორისო და ქართველი შემსრულებლები: მაკსიმილიანო დანტა (ოტონე), პაოლა ვალენტინა მოლინარი (კლეონილა), თამარ ცირეкидზე (კაიო), ფაბიანა ვიზენტინი (ტულია), მატეო სტრაფი (დეციო). რეჟისორი ილარია საინატო, რეჟისორის ასისტენტი ტატა პოპიაშვილი. მოწვეული მუსიკოსები: სერჯიო აცოლინი (ფაგოტი), დიეგო კანტალუპი (თეორბო, გიტარა), გაბრიელე ლევი (კლავესინი), ჯუზეპე ფალჩილია (ჰობო/ფლეიტა), კლემან დიე (ჰობო/ფლეიტა), სოფი ლამბერბურგი (ჩელო). ბილეთის ფასი: 30-60 ლარი. მისამართი: რუსთაველის სახელობის თეატრი, მცირე სცენა.