ადამიანის წუხილი – აღზევება
5 ივნისს, 19:00 საათზე, ახალგაზრდა მაყურებელთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი „ადამიანის წუხილი – აღზევება“, რომელიც ინსპირირებულია ნოდარ დუმბაძის შემოქმედებით და აერთიანებს ემიგრაციასა და საქართველოში დაბრუნებულ ახალგაზრდებს სხვადასხვა კუთხიდან. პროექტი შექმნილია საერთაშორისო დიასპორის თეატრ „დაბრუნებას“ მიერ, თინათინ სვანიძე-ვანცკოს ხელმძღვანელობით. სცენაზე ნახავთ კულტურულ სინთეზსა და სიღრმისეულ ემოციებს, სადაც შერწყმულია დარდი, ხალისი და სიყვარული. გუნდი: სამხატვრო ხელმძღვანელი – თინათინ სვანიძე-ვანცკო, დრამატურგი და ტექნიკური დირექტორი – მაკა მიდოდაშვილი, მეტყველების პედაგოგი – თინათინ კობალაძე, პროექტის მენეჯერი და მუსიკალური დიზაინერი – ნინო გოგოხია. სპექტაკლი განკუთვნილია 6 წლიდან.
გაგრძელება Pochill-ში