კორპორაციული სამართლის პრაქტიკა

შაბ, მაი 16 · 10:00 Zoom Webinar (ონლაინ შეხვედრა)

მოემზადეთ პრაქტიკული კორპორაციული სამართლის საკითხების დეტალურად შესასწავლად: Law Academy გიწვევთ ტრენინგზე, რომელსაც გაუძღვება GSTLegal-ის მმართველი პარტნიორი და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი, სოფლიო მაჭავარიანი. სასწავლო პროცესი ჩატარდება ონლაინ, Zoom პლიატფორმაზე, 16 და 17 მაისს (ორივე დღე 4-4 საათი, ჯამში 8 საათი). ტრენინგი შეეხება როგორც კომპანიების მართვის მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე სასამართლო პროცესების სპეციფიკას. განიხილება: სპეციალური ინსპექტორის დანიშვნის პრობლემატიკა, კომპანიის ლიკვიდაცია, პარტნიორის გარიცხვა, „გონივრული მოლოდინის“ პრინციპი, მეგობარი და მოწინააღმდეგე თანამონაწილეების უფლებები, სააქციო შეთანხმებები და მათი გამოწვევები, სასამართლოს ჩართულობა, ზედამხედველობის საბჭოს პასუხისმგებლობა და სხვა აქტუალური თემა. მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს. რეგისტრაცია დასრულდება 13 მაისს, დასწრება - 380₾. კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით Law Academy-ს: info@lawacademy.ge, 511 77 99 69.

გაგრძელება Pochill-ში

დათვალიერება ვებზე მუშაობს. შეერთება და ჩატი აპშია.

აპში გადასვლა