არაადგილობრივი ადგილობრივები

პარ, მაი 15 · 20:00 Paata Guliashvili Comedy Theater

„არაადგილობრივი ადგილობრივები“ – პაატა გულიაშვილის კომედი თეატრი ახალი პრემიერით წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ ისტორიას. ოთხი ერთმანეთისთვის უცნობი ქართველი გერმანიის თავშესაფარში, ჰამბურგის მახლობლად, ერთად ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში. სხვადასხვა გამოცდილების მიუხედავად, მათ ყოველდღიურად ელოდებათ სევდიანი ნოსტალგია, სახალისო და აბსურდული სიტუაციები უცხო ქვეყანაში, განსხვავებული წესებითა და ცხოვრების სტანდარტებით. პერსონაჟები ცდილობენ გაუმკლავდნენ ახალ გარემოს: სწავლობენ გერმანულს, ადარებენ აქაურობას სამშობლოს, ერთიანდებიან რთულ მომენტებში, ბევრს იცინიან და ზოგჯერ ჩხუბობენაც. ბოლოს, ყველა იღებს გერმანიაში ცხოვრების უფლებას, მაგრამ ერთი პატარა ამბავი ისევ შეცვლის მათ გეგმებს და ისინი სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტენ. სპექტაკლის რეჟისორია პაატა გულიაშვილი, ავტორი – ნიკა რამიშვილი. მონაწილეობენ: ნიკა არაბიძე, ვასილ გრიგალაშვილი, რატი ტყილდიანი, პაატა გულიაშვილი. ასაკობრივი შეზღუდვა: 12+. წარმოდგენები გაიმართება 10-24 მაისს Paata Guliashvili Comedy Theater-ში. ბილეთები შეზღუდულია!

გაგრძელება Pochill-ში

დათვალიერება ვებზე მუშაობს. შეერთება და ჩატი აპშია.

აპში გადასვლა