GREMO 2026 ბატუმში
12 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო Courtyard by Marriott-ში გაიმართება უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სექტორის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება — GREMO 2026. ორგანიზატორები არიან BMG და Prospect. წლევანდელი თემა ფოკუსირებულია პრემიუმ-კლასის კურორტებსა და თანამედროვე განვითარების ტენდენციებზე. კონფერენციაზე დასწრებას შეძლებენ სფეროს წამყვანი დეველოპერები, ინვესტორები და მკვლევრები. ისინი იმსჯელებენ: საქართველოს ზღვისპირეთის პრემიუმ ტურისტულ მიმართულებად გარდასახვასა და მაღალი შემოსავლის ტურისტების მოზიდვაზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და დღევანდელ ტრენდებზე. დღის ფარგლებში დაგეგმილია კვლევების პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, მოწვეული ექსპერტების გამოსვლები, ნეთვორქინგი, დაჯილდოების ცერემონია და გალა ვახშამი. ღონისძიებას ატარებს Alliance Group. მხარდამჭერები არიან TBC Capital, Cushman & Wakefield Veritas, ELT Group, Baumer, Ytong Caucasus, Sakkabel და Grand Towers.