KIBE ღამის ელექტრონიკა
9 მაისს, ბათუმის შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 12-ში, კლუბი KIBE წარმოგიდგენთ ელექტრონული მუსიკის განსაკუთრებულ ღამეს. სცენაზე იხილავთ კლუბის საუკეთესო რეზიდენტებს: სევდა და VFY დაუკრავენ ერთად B2B სეტში. სევდა — ლადო ნაკინუას პროგრესული ტრანს/ჰაუს პროექტი OTHR-ს სახელითაა ცნობილი და თბილისში ერთ–ერთ გამორჩეულ არტისტად ითვლება. VFY კი ცნობილ დიჯეი ერეკლე ტაბუკაშვილის (Tobako Tween) პროექტია, რომელიც ტრანს, პროგრესივ და ბრექბით ჟღერადობას აცოცხლებს. Live პერფორმანსით წარდგება Flora — ბათუმელი პროდიუსერი და დიჯეი, რომელიც მუსიკის მრავალფეროვანი ჟღერადობით გამოირჩევა. ასევე მონაწილეობს მტვარე, თბილისელი დიჯეი და TRUST ფესტივალის თანადამფუძნებელი, რომლის ენერგია და თანამედროვე არჩევანი სცენის განუყოფელი ნაწილია. ღამეს ავსებს კვანჩი — კლუბ Bassiani/Horoom-ის რეზიდენტი, რომლის მუსიკაზეც დიდი გავლენა იქონია დეტროიტის, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის ელქტრონულმა სცემებმა. ბილეთები: I კალათა — 50 ლარი. ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.