მარშალ ფანტიეს ბრილიანტი
მე–19 საუკუნის თბილისში, ქეთოსა და კოტეს ქორწილი მოულოდნელად იცვლება — გენერალ ვანო ფანტიაშვილს საფრანგეთიდან მოდის ამბავი, რომ იგი გახდა მსოფლიოს უდიდესი ბრილიანტის, მონტე როზას, მემკვიდრე. გენერალი და მისი მეგობრები იწყებენ დაუვიწყარი თავგადასავლისა და ინტრიგებით სავსე მოგზაურობას პარიზში. რა არჩევანს გააკეთებს ნაპოლეონის ომებში ნაბრძოლი გენერალი? სპექტაკლი გრძელდება 75 წუთი. ბარი "Ar Idardo" სტუმრებს 18:00–დან ელოდება. 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან. დაგვიანებულთათვის დასწრება დაიზღუდება — რათა დაცული იყოს გაბრიაძის თეატრის განსაკუთრებული ატმოსფერო.
გაგრძელება Pochill-ში