არქეოტური: ღვინო და ადრეული ევროპელები
გაემართეთ არქეოლოგიურ ექსპედიციაზე გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით და აღმოაჩინეთ საქართველო როგორც ღვინის სამშობლო და ევროპელი ადამიანის ერთ-ერთი უძველესი კერა. ეწვიეთ რამდენიმე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტს: გარდაჩრილის გორა – ღვინის დაბადების ადგილი, სადაც ნახავთ ნეოლითის ეპოქის მეურნეობისა და ვაზის კულტივაციის კვალს; დმანისის შუასაუკუნეების უნიკალური მარანი, რომელიც განმარტავს ღვინის ტრადიციის უწყვეტობას; დმანისისა და ოროზმანის არქეოლოგიური ადგილი, სადაც უშუალოდ დააკვირდებით გათხრებსა და აღმოჩენებს. ასევე გაეცნობით ქვემო ქართლის ბრინჯაოს ხანის კურგანებსა და თამადობის კულტურას. ტურის დასასრულს გელოდებათ ტრადიციული ვახშამი ადგილობრივ რესტორანში. ექსკურსია განკუთვნილია მოზრდილებისთვის (18+), ტარდება შაბათ-კვირას, 08:30–20:00 საათამდე, შეკრების წერტილი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი (ველოსიპედის მონუმენტი). ღირებულება – 220 ლარი (ტრანსპორტი, მუზეუმის ბილეთი, ლექციები და ვახშამი). ჯგუფი: 5–11 ადამიანი. ეკიპირება 4x4 საჭიროების მიხედვით. ქართული და ინგლისური ტურები. დამატებითი ინფორმაცია: (+995) 595 01 99 97.