მადლობა, სიყვარული, ბოდიში
სპექტაკლი ეხება ადამიანობას, სიმშვიდესა და სხვადსხვაობის მიღებას. პლანეტის ჰარმონიას დედამიწიდან ჩამოსული ადამიანები არღვევენ, მაგრამ საბოლოოდ სამ მაგიურ სიტყვაში პოულობენ გამოსავალს: "მადლობა, სიყვარული, ბოდიში". სცენაზე 21 მსახიობი გაერთიანდა, მათგან 14 შშმაა. იდეის ავტორი და რეჟისორია ბაჩო გაბრუშვილი. პიესის ავტორია თეკლა ზაქარაძე, მუსიკა თამარ ჟორდანიას ეკუთვნის, ქორეოგრაფია სალომე ფილისვილს, სცენოგრაფია ლელა ჩელიძეს. მონაწილეები: ბაჩო ჩაჩიბაია (შოთა რუსთაველის თეატრი), მაშო ჩაჩიბაია, გიორგი და მანანა ტატიშვილი (ვ.აბაშიძის თეატრი), მარინე ჯოხაძე (ვ. აბაშიძის თეატრი), მარიამ თოფურია, ლევან ეპხაიძე, მარიამ ლომიძე, ლევანი გოცაძე, ნოდარ ხუბულოვი, მიკი ნიჟნიაიძე, გიგო შეყაშვილო, მარიამ ბერიქელაშვილი, ალექსანდრე ყუპატაძე, სალომე მატიაშვილი, სესილი გვინჯილია, დიანა დიმიტრაძე, მარიამ ხარძიანი, ლიკა დუაძე, Tako გვინიაშვილი, საბა ჩოთაშვილი. თეატრალური დასი ასრულებს სპექტაკლს ახალგაზრდობის თეატრში 2026 წლის 8 მაისს, 20:00 საათზე. ყველა ასაკისთვის ბილეთი აუცილებელია.