მე და დედა: ვორკშოფი

შაბ, თებ 28 · 15:10 Terminal

შემოგვიერთდით „ტერმინალის“ ვორკშოფზე, სადაც დედები და შვილები ერთად ქმნიან დაუვიწყარ ხელნაკეთებებს. პირველი აქტივობაა „ხელის ანაბეჭდის თაიგული“, სადაც თქვენი და თქვენი შვილის ხელის ანაბეჭდები სამუდამოდ შეინახება. ამ შეხვედრაზე 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები დედასთან ერთად მონაწილეობენ. მეორე ვორკშოფი განკუთვნილია 6-12 წლის ბავშვებისთვის: „ყვავილების ქოთნების მოხატვა“, სადაც პატარა სტუმრები საკუთარ ფანტაზიას გამოიყენებენ და დაამზადებენ განსაკუთრებულ საჩუქრებს დედებისთვის. ბავშვები გაიგებენ საინტერესო ფაქტებს ყვავილების შესახებ და ისწავლიან მათ მოვლას. გაერთეთ, ისწავლეთ და შექმენით მოსალოცი საჩუქრები დედის დღესთან დაკავშირებით. ასაკობრივი ზღვარი: I ვორკშოფი 3-6 წელი, II ვორკშოფი 6-12 წელი. დედა და შვილი ერთად ესწრებიან ღონისძიებას. ვორკშოფები ჩატარდება 28 თებერვალსა და 7 მარტს შემდეგ საათებზე: 15:10 და 16:20. ადგილი: ტერმინალი. თითო ვორკშოფის ღირებულება: 45₾.

გაგრძელება Pochill-ში

დათვალიერება ვებზე მუშაობს. შეერთება და ჩატი აპშია.

აპში გადასვლა