ქალი ქვიშაში
მოძრაობის თეატრში, 21 და 23 მაისს, 20:00-ზე, გელოდებათ ახალი პერფორმანსი „ქალი ქვიშაში“. სპექტაკლი ეფუძნება საბო აბეს ცნობილ რომანს და აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ციფრულ ანიმაციებს, რომელთა შექმნაში ხელოვნური ინტელექტიც მონაწილეობს. სამოცწუთიანი წარმოდგენა ასახავს თანამედროვე რეალობას, სადაც სხეულები და სისტემები ერთმანეთზე მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული. დადგმის რეჟისორი და ანიმაციების ავტორია ანა გოგიშვილი, პროდიუსერები — ანი მარგველაშვილი, ნათია შაორშაძე, ალექსანდრა რასოევა. ქორეოგრაფია: კახა ბაკურაძე; ტექნიკური მხარდაჭერა: იოსებ ბაკურაძე. მსახიობები: ანანო იაშვილი, გიორგი ცერცვაძე. ვიზუალური მხარე — რევაზ ხულუზაური. ნაწილობრივ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო თბილისის მერიამ, ორგანიზაცია „თეატრიკონმა“, ციფრული დრამის სკოლამ და მაღაზიამ „Bohista Tribal“. წარმოდგენის ხანგრძლივობაა 60 წუთი.