წიგნი და სცენარი: ანა ქორქოა
28 თებერვალს, 13:00-ზე, ibis Styles Old Tbilisi მასპინძლობს ანა ქორქოა-სამადაშვილის ლიტერატურულ შეხვედრას „წიგნი და სცენარი“. საღამო განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის. განვიხილავთ ჯეიმს ბარიეს ცნობილ პერსონაჟ პიტერ პანს - ბიჭს, რომელიც არასდროს იზრდება და ახალი ზღაპრული თავგადასავლებისკენ მიილტვის. მეორე ნაწილი დაეთმობა ვოლტ დისნეის 1953 წლის ანიმაციურ ეკრანიზაციას. ორივე ნაწილი ხელს შეუწყობს თაობათა შორის საინტერესო დიალოგს და ერთად აღმოჩენებს. ხანგრძლივობა: 2 საათი. მონაწილეთა მინიმალური ასაკი: 5 წელი. ბილეთის ღირებულება: TBC Concept მესაკუთრეთათვის 55 ლარი, სხვებისთვის 75 ლარი. ბილეთი აუცილებელია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
გაგრძელება Pochill-ში