ალადინის ჯადოსნური ლამპარი
ალადინის ამბავი სრულიად ახალი მუსიკალური სახით, ახალგაზრდული თეატრის სცენაზე. შოუ სავსეა დინამიკური ქორეოგრაფიით, ფერადი კოსტიუმებითა და დაუვიწყარი მუსიკით. პროექტის ავტორია ლევან გვაზავა, რეჟისორი - დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარი - ნინო კიტია, ქორეოგრაფია - დავით მეტრეველი და ასისტენტი რეჟისორი ნატა არველაძე. მსახიობთა მრავალფეროვანი შემადგენლობა: ნიკოლოზ ნანიტაშვილი, მარიამ ჩუხრუხიძე, ლევან გვაზავა, გიორგი კაჭახიძე, ბადრი გვაზავა, ზურაბ ავსაჯანიშვილი, ნიკოლოზ ფაიკრიძე, ანა ზამბახიძე, სოფო ფერაძე და სხვები. წარმოდგენა განკუთვნილია ბავშვებისათვის და მათი მშობლებისთვის. ხანგრძლივობა 1 საათი და 45 წუთი. სპექტაკლები გაიმართება 28 თებერვალს და 3 მარტს ახალგაზრდულ თეტრში.
გაგრძელება Pochill-ში