KIBE ელექტრონული ღამე
25 აპრილს, ბათუმში, 12 შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ელექტრონული მუსიკის განსაკუთრებული ღამე გელოდება KIBE-ში. საღამოს სპეციალურად ესტუმრება Zisko – არტისტი, რომელმაც მუსიკალური კარიერა ბავშვობაში დასარტყამებით დაიწყო და დღეს მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია ელექტრონული მუსიკით. მას შეუერთდება Sophie Phare, Bassiani-ის რეზიდენტი და საქართველოს ელექტრონული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული სახელი, რომლის მრავალფეროვანი სეტები დენსმუსიკის სიღრმეებს შემოგთავაზებს. ბერლინსა და თბილისში მოღვაწე Gwän წარდგება თავისი ორიგინალური DJ ტექნიკითა და ენერგიით. ადგილობრივი სცენის წარმომადგენელი Mental Limit კი წარმატებით ავითარებს თავის პროექტს 2019 წლიდან და სტუმრებს ღრმა, ჰიპნოტურ ტექნო დინებით გაახარებს. ბილეთების ფასი: პირველი კალათის ბილეთი – 50 ₾; მეორე – 70 ₾; კარზე – 90 ₾. ასაკობრივი შეზღუდვა: 18+. დასაწყისი: 23:59. არ გამოტოვო ენერგიული მუსიკალური ღამე!