სიტყვის აკადემია: პოეზია და მუსიკა
პოეზიისა და მუსიკის უნიკალური ერთობა გელით თბილისსა, ბათუმსა და ქუთაისში მურმან ჯინორიას, ზვიად ბოლქვაძის და კვარტეტი „ვარდელი“-ს მონაწილეობით. მურმან ჯინორია თავის საკულტო სკენურობასთან ერთად გააცოცხლებს ქართულ ლექსებს, ასევე ისიამოვნებთ ზვიად ბოლქვაძის კომპოზიციებით, რომელიც შექმნილია ქართული პოეზიის მიხედვით. საღამოს განსაკუთრებულობას დამატებით მიანიჭებს ახალგაზრდა მუსიკოსებისაგან შემდგარი კვარტეტი „ვარდელი“, რომლებიც ევროპაში მოღვაწეობენ. მონაწილეობა შესაძლებელია შემდეგ ვენიუებზე: ბილტმორ ჰოტელი თბილისი (21 აპრილი, 20:00), შერატონ ბათუმი (23 აპრილი, 20:00), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (24 აპრილი, 19:30). ბილეთები: 75-110 ლარი. სივრცე შეზღუდულია. ასაკობრივი შეზღუდვა: 13+.
გაგრძელება Pochill-ში