ლეგენდარული „მზიურელები“
26 აპრილს, Grill & Melody House მასპინძლობს ლეგენდარულ ანსამბლ "მზიურელებს". სცენაზე იმღერებენ ექა კახიანი, მაია ჯაბუა და თამრიკო ჭოხონელიძე – მუსიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში ქართული პოპ-სცენის სახეებს წარმოადგენდნენ. კონცერტზე შესრულდება საყვარელი ჰიტები, რომლებიც ბავშვობის წლებთან არის დაკავშირებული და გახდება ახლებური ემოციების წყარო. მუსიკალური შოუ დაიწყება 21:00 საათზე. ბილეთის ფასი 40 ლარია. სამაგიდო შეკვეთებისა და მენიუს არჩევისთვის დაუკავშირდით: +995 598 14 25 12. მისამართი: ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1 (ღვინის ქარხანა), თბილისი. თითო მაგიდაზე მინიმუმ 2 ბილეთის შეძენაა შესაძლებელი.
გაგრძელება Pochill-ში