ფერადი ემოციების ვორქშოფი
28 მარტს, 15:00 საათზე, Terminal Space-ში გაიმართება ვორქშოფი ბავშვებისთვის (3-7 წლისთვის), რომელიც შთაგონებულია წიგნისგან 'ფერადი მონსტრი'. პატარები ფერებით, ხელოვნებითა და თამაშით უკეთ გაეცნობიან თავიანთ და სხვების ემოციებს—სიხარულს, სევდას, ბრაზს, შიშსა და სიმშვიდეს. ვორქშოფი დაეხმარება ბავშვებს ემოციების ამოცნობასა და გამოხატვაში, ასევე თვითრეგულაციის უნარების შეძენაში. მისამართი: ი. აბაშიძის 36. ფასი: 45 ლარი. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ბილეთით. შემოგვიერთდით ფერადი ემოციების სამყაროში.
გაგრძელება Pochill-ში