სანთლის შექმნა ბავშვებისთვის
მოიყვანეთ თქვენი შვილი ცეშის სტუდიაში სანთლის დამზადების საგანმანათლებლო ვორქშოფში! ბავშვები თავად ირჩევენ და ქმნიან სანთლებს სხვადასხვანაირი ფორმებით: სტიჩი, ლომი, დათუნია, გულები, კრუასანი, ტარტალეტი და სხვა. თითოეული მონაწილე დაამატებს სასურველ სურნელსა და ფერს, ქმნის ექსკლუზიურ ნამუშევარს და სახლში წაიღებს საჩუქრად. სანამ სანთლები გაიყინება, პატარები დაამშვენებენ პატარა სკულპტურებს და ისწავლიან ეკო-მეგობრული პროდუქტების უდიდეს მნიშვნელობას. პროცესი ხელს უწყობს დამოუკიდებლობის, ინტერესის და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. 5 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელია მშობლის თანდასწრება. მასტერკლასი ტარდება 21, 22, 28 და 29 მარტს (17:00 და 18:00). ღირებულება: 55 ლარი.
გაგრძელება Pochill-ში