წლის ოთხი დრო
რუსტაველის თეატრის პატარა სცენაზე გელა კანდელაკის რეჟისორობით თბილისის სახელმწიფო ხელის აჩრდილების თეატრის წარმოდგენა "წლის ოთხი დრო" გელა კანდელაკის რეჟისორობით. სპექტაკლის ხანგრძლივობაა 55 წუთი. ასაკობრივი კატეგორია 4 წლიდან. მუსიკის ავტორია თეიმურაზ ბაკურაძე, ხმის დიზაინი: ეკა კვირიკაშვილი, მალხაზ კუხიანიძე, ვახტანგ კომახიძე. შემსრულებლები: კახი კავსაძე, კოტე, ნინო და თამარ ჟვანია. წარმოდგენის პრემიერა პირველად პარიზში, 1991 წელს შედგა. პირველ ნაწილში პატარა დათვის ბელის თავგადასავალია მოთხრობილი, რომელიც წლის ოთხი დროის ცვლილების ფონზე საინტერესო მოვლენებს აწყდება. პატარა მაყურებელში მთავარი გმირი საკუთარ თავს დაინახავს, უფროსები კი ბავშვობას გაიხსენებენ. მეორე ნაწილში ბელი მეგობრებს ქართულ ხალხურ სიმღერას ასწავლის. წარმოდგენა გაიმართება 27 მარტს და 24 აპრილს. ადგილმდებარეობა: როსტაველის ეროვნული თეატრის პატარა სცენა. გთხოვთ, დარბაზში ზედა ტანსაცმლით არ შეხვიდეთ. გამოიყენეთ საგარდერობე.