შავშვილები
შავშვილები — ინოვაციური დრამა, რომელიც ორ დღეზე, 4 და 5 აპრილს, ტუმანიშვილის თეატრში გაიმართება. პიესის ავტორია ანამარია გურგენიშვილი, რეჟისორად კი ხელოვნური ინტელექტი მოგვევლინა. იდეის ავტორები არიან ირინა გიუნაშვილი, ანა მატუაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ანა–მარია გურგენიშვილი. თეატრის სცენაზე დგანან: ცოტნე მეტონიძე (შალვა შავიშვილი), ირინა გიუნაშვილი (მერი მგელაძე), ნიკა ტყევაძე (შაკო შავიშვილი), გიორი ნაკაშიძე (ღვთისო ღვთიაშვილი), ანა მატუაშვილი (მანანა მაღალაშვილი), ლიზა ნიკვაშვილი (ტოკიო ღვთიაშვილი), ნიკა ნაფიშვილი (კირიმ ღვთიაშვილი), ლაშა ალელიშვილი (პატარა შალვა შავიშვილი), დარეჯან ხაჩიძე (ხანდაზმული შალვა შავიშვილი), ზურა ყიფშიძე (ხმის როლი). სპექტაკლის გუნდის წევრები: დეკორატორი თეკლა ბერძენიშვილი, კოსტიუმების მხატვარი ანო კაპანაძე, ქორეოგრაფი მარიამ ელოშვილი, ტექნიკური დირექტორი სოფო დანელია, ასისტენტი ანუკი ხოშტარია. წარმოდგენა მხოლოდ 16 წლის ზევით ასაკისთვისაა გათვალისწინებული. ბილეთის ფასია 30–35 ლარი.