ხილვა — სცენაზე ატონელზე
ლაშა ბუღაძის ახალი პიესა „ხილვა“ ატონელის თეატრის სცენაზე თანამედროვე საზოგადოების დრამატულ ყოფას წარმოგიდგენთ. რეჟისორი სალომე ჟღვლიძე, მხატვარი ქეთევან ნადიბაიძე, მუსიკა: ანა ზაქარეიშვილი. მონაწილეები: დავით ბეშიტაიშვილი, ბაია დვალიშვილი, სალომე მაისაშვილი, ბაია კერესელიძე, ლუკა ჯაფარიძე. „ხილვა“ ეფუძნება ევრიპიდეს „იფიგენია ავლიდში“-ს არქეტიპებს და უთავსებს მას თანამედროვე ტრაგედიის პაროდიას, ქმნის სარკაზმითა და თვითირონიით სავსე სივრცეს, სადაც საზოგადოება კრიზისს ებრძვის. პიესა გაჩვენებთ იმ წუთს, როცა საზოგადოება მზადაა დაუჯერებელი დაიჯეროს და მიუღებელი მიიღოს, მართავს რა მას შიში, რწმენა და პროპაგანდა. წარმოდგენა მაყურებელს კომფორტულ პასუხებს არ აძლევს — აიძულებს საკუთარ თავში ჩაიხედოს როგორც მოქალაქემ, როგორც მშობელმა და როგორც ადამიანმა. დრო: 23 მარტი, 20:00 საათი ადგილი: ატონელის თეატრი ხანგრძლიობა: 90 წუთი პროექტს მხარს უჭერს სივილ სოსაიეთის ფონდი, ქ. თბილისის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქალაქო დეპარტამენტი, Dressup.ge