არამკვიდრი ადგილობრივები
ქართველი მიგრანტების ამბავი გერმანიის პატარა ოთახში – „არამკვიდრი ადგილობრივები“ აშუქებს მიგრანტების ყოველდღიურობას, განცდებსა და სირთულეებს ჰამბურგის თავშესაფარში. ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟი ემიგრაციას, მეგობრობას, უცხო გარემოსთან ადაპტაციასა და ქართული იდენტობის შენარჩუნებას იუმორით უდგება. ბოლოში მათ ახალი არჩევანის წინაშე უწევთ დგომა: დაბრუნდნენ ან დარჩნენ უცხოეთში. სპექტაკლის რეჟისორი და მსახიობი პაატა გულიაშვილია, პიესის ავტორი ნიკა რამიშვილი. შესრულება: ნიკა არაბიძე, ვასილ გრიგალაშვილი, რატი ტყილდიანი და თავად პაატა გულიაშვილი. პრემიერა პაატა გულიაშვილის კომედი თეატრში, 3–17 აპრილს. ასაკობრივი შეზღუდვა: 12+.
გაგრძელება Pochill-ში