არაქართული ქართველები
გულიაშვილის კომედიის თეატრი წარმოგიდგენთ ახალ პიესას – 'არაქართული ქართველები'. მოქმედება ხდება ჰამბურგის მახლობლად, ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში, სადაც ერთი ოთახის მცხოვრები ოთხი სრულიად უცნობი ქართველი ერთმანეთს პირველად ხვდება. მათი მიზნები, განცდილი ნოსტალგია, კულტურული გაუცხოება და გერმანიაში თანაცხოვრების ყოველდღიური პრობლემები წარმოდგენაში ნამდვილი იუმორითაა ნახატული. პერსონაჟები: შალიკო სეფერტელაძე (ბრეგოვიჩი) - ნიკა არაბიძე, ემზარ ხაჩიძე (ტარსი ემზო) - ვასილ გრიგალაშვილი, ნოდარ სარჩიმელია (რაჟა) - რატი ტვილდიანი, გიორგი ანდრონიკაშვილი (ჟორიკა) - პაატა გულიაშვილი. რეჟისორი პაატა გულიაშვილი, პიესის ავტორი ნიკა რამიშვილი. საბოლოოდ, მიუხედავად ყველაფრისა, გერმანიაში ცხოვრების უფლების მიღების შემდეგ, პატარა დეტალი ყველას საქართველოსკენ აბრუნებს. სპექტაკლი 3, 4, 5, 17 აპრილს. ასაკობრივი შეზღუდვა 12+. ბილეთები შეზღუდულია.