აღარ გახვიდე ოთახიდან
„აღარ გახვიდე ოთახიდან“ გთავაზობთ აბსურდის თეატრის სტილში შესრულებულ, უაღრესად აქტუალურ პოლიტიკურ ფარსს, რომელიც ემყარება რეალურ ამბებს. ხუთი განსხვავებული პროფესიისა და ბიოგრაფიის გმირების ტრაგიკული ისტორიები ახალგაზრდობის პერსპექტივით გვაგრძნობინებს ისეთ მწვავე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, როგორიცაა სიღარიბე, ემიგრაცია, განათლების სიმწირე და სივრცის დაკარგული თავისუფლება. სპექტაკლი დადგმულია ქეთევან სამხარაძის პიესის მიხედვით და მისი რეჟისურით, ქორეოგრაფი: archprincessss, კოსტიუმების დიზაინერი: ჯაბა ქურთიშვილი, ციფრული დიზაინერი: თამარ სამხარაძე, ვიზაჟისტი: გიორგი კლჯაინი, ვიდეოგრაფია: ნიკა ზუბაშვილი და ჯაბა ქურთიშვილი, ფოტოგრაფი: გიორგი შენგელია. მთავარი როლები: ზუკა ცუხიშვილი, ანკა დიდმანიძე/ნინა ქიფშიძე, სალომე ესაძე, ანიკო შურგაია, ლუკა ჭიბუხაია, ნიკა ჯაფარიძე. მუსიკა: ბაჩო ჯიქიძე, თორნიკე ჯაფიაშვილი, Blue Trio და მადონა. სპექტაკლი ინგლისური სუბტიტრებით იმართება. 24 აპრილს, 20:00 საათზე, „ქალაქის თეატრში“, ბილეთის ფასი 35 ლარი.