მზეთუნახავი და ურჩხული
ერთ-ერთი ყველაზე თბილი და დაუვიწყარი ზღაპარი სიყვარულზე, სპეციალურად ადაპტირებული საქართველოს სცენისთვის. „მზეთუნახავი და ურჩხული“ მოგაგონებთ, რომ ნამდვილი სილამაზე გულში ცხოვრობს. ბელით, მორისით და სხვა საყვარელი პერსონაჟებით სავსე სპექტაკლი დაუვიწყარი შთაბეჭდილებით დატოვებს ბავშვებს, მათი მშობლებსა და ბებია-ბაბუებსაც კი. ქართულად თარგმნილი ცნობილი ბროდვეის მიუზიკლი გაერთიანებულია მუსიკით, ცეკვით, შესანიშნავი კოსტუმებითა და მსახიობთა ბრწყინვალე შესრულებით. რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი, დიზაინერი: ნინო კიტია, ქორეოგრაფი: ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ვიდეო პროექტი და პროექტის ხელმძღვანელი: ლევან გვაზავა, მუსიკალური კონსულტანტი: ალექსანდრა ლორთქიფანიძე. მონაწილეები: თამარ ლორთქიფანიძე, ნინო არჩაია, ხატია მელქაძე და სხვა. წარმოდგენები: 15, 21, 29 მარტი და 9 აპრილი, ახალგაზრდობის თეატრი. ტრავმული სცენები არ არის. პატარა სტუმრები და მათთან ერთად ოჯახი დაუვიწყარ საღამოს გაატარებს მაგიურ სამყაროში.