საჰიზარის (სახიზარის) სვეტებამდე ჰაიკინგი
ჩვენ მივდივართ ეროზიული სვეტების კომპლექსებთან, რომლებიც საინტერესო გეოლოგიური სტრუქტურით გამოირჩევა და კაბარჯინის მთაზე უხვი ნალექების შედეგად წარმოიქმნა. სვეტებივით კლდოვანი მასივი, ალპური მინდვრები და შესანიშნავი ხედები ქმნის ამ ადგილის უნიკალურ მაგიურ ატმოსფეროს.
გარდა ამისა, გავივლით ბილიკებს, სადაც სტუმრები ყოველთვის არ დადიან, ვესტუმრებით ადგილებს, საიდანაც ჩანს კაზბეკი და ავალთ 2400 მეტრის სიმაღლეზე!
სილამაზით გამორჩეულ ადგილას გავჩერდებით პიკნიკისთვის (სადილი თითოეულმა თავისთვის უნდა მოიტანოს). თუმცა, ქალაქიდან გასვლისას სუპერმარკეტში შევჩერდებით საჭმლის შესაძენად.
მთლიანი მანძილი დაახლოებით 8 კმ, დრო გზაში დაახლოებით 4.5 საათი. სირთულე: 4/10 (ერთ ადგილზე შესაძლებელია მარშრუტის გამწვავება). კომფორტული ფეხსაცმელი სქელი და რელიეფური სოლით და კომფორტული ტანსაცმელი. ვიმოსებით ამინდის მიხედვით. თითოეულზე 1 ლიტრი წყალი და პატარა ზურგჩანთა. მზისგან დამცავი კრემი და თავსახური.