ვაუ დეტექტივი
გააქტიურეთ დედუქცია, ლოგიკა და ინტუიცია მაქსიმუმზე. ვხსნით „ვაუ დეტექტივს“!
აქ არ გჭირდებათ ენციკლოპედიური ცოდნა. მხოლოდ თქვენი ყურადღება, გუნდური მუშაობა და დეტალების დანახვის უნარი.
1. შავი ყუთი. 6 ლოგიკური თავსატეხი, თითოეულზე მხოლოდ 40 წამი ფიქრისთვის. შესანიშნავი შანსი ტვინის საჭირო ტალღაზე დასაყენებლად!
2. დეტექტიური რადიო. ვხსნით ცნობილ პერსონაჟებს ან ნაწარმოებებს აუდიო აღწერების მიხედვით.
3. რა, სად და როდის? 20 წუთში უნდა ყურადღებით შეისწავლოთ საქმის მასალები და გახსნათ დანაშაული, პასუხის გაცემით 6 კითხვაზე.
4. ტელეგრამა. 6 რთული თავსატეხი ინტერნეტის გარეშე, სადაც შეგიძლიათ რისკი აიღოთ და 2 ან 3-იანი კოეფიციენტები დააყენოთ, რათა ტოპში მოხვდეთ (ან ქულები დაკარგოთ).
5. ბლიცი. ფინალური ტესტი მაქსიმალური კონცენტრაციისთვის. ეკრანზე გამოსახული სურათის დეტალების 30 წამში დამახსოვრება და კითხვებზე პასუხის გაცემა.