Telegram-იდან

Pro Am Poti 2026

ორშ, ივლ 20 · 00:00 ფოთი

20-21 და 24-26 ივლისს გაიმართება ორი საერთაშორისო ტურნირი წყლის სრიალში.

პირველი ტურნირი Pro Am Poti 2026 დაგეგმილია 20 და 21 ივლისს, მეორე კი 24-26 ივლისს. ამ პერიოდში გაიმართება IWWF 2026 წლის ევროპის და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყლის სრიალში.

ტურნირებში მონაწილეობას იღებენ ქართველი სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გამოდიან, ასევე მსოფლიო რეიტინგის ლიდერები და სხვადასხვა ქვეყნის ტოპ-20 წარმომადგენლები.

საქართველოს წყლის სრიალის ეროვნული ფედერაციის განცხადებით, მსგავსი შეჯიბრებების ჩატარება მნიშვნელოვანია ადგილობრივი სპორტის განვითარებისთვის და ზრდის საქართველოს შესაძლებლობებს უმაღლესი დონის საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში ერთ-ერთ ელიტარულ მსოფლიო დისციპლინაში.

გაგრძელება Pochill-ში

დათვალიერება ვებზე მუშაობს. შეერთება და ჩატი აპშია.

აპში გადასვლა