არ დატოვო ოთახი

შაბ, მარ 14 · 20:00 City Theatre

„არ დატოვო ოთახი“ — თანამედროვე რეალობაზე უსხლავი, ხუთ ეპიზოდიანი პოლიტიკური ფარსი, რომელიც საფუძვლად იღებს რეალურ ამბებსა და სოციალური კრიზისის თემას. შესრულებულია ინტერაქტიური და ირონიული სტილით. სცენაზე სხვადასხვა პროფესიისა და წარმომავლობის ხუთი ახალგაზრდა გმირის ტრაგიკული ცხოვრება რეჟისორ ქეთევან სამხარაძის თვალითაა დანახული. სპექტაკლი უსწორებს თვალს დღევანდელი საქართველოს სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ სირთულეებს: იძულებითი ემიგრაცია, სიღარიბე, განათლების მიუწვდომლობა, თვითდასაქმება — ეს ყოველი ჩვენი ახალგზარდა თაობის რეალობად გადაიქცა. სცენარის ავტორი და რეჟისორი ქეთევან სამხარაძეა, ქორეოგრაფია: archprincessss, კოსტიუმები: ჯაბა ქურტიშვილი, ციფრული დიზაინი: თამარ სამხარაძე, გრიმი: გიორგი კლჯაინი, ვიდეო: ნიკა ზუბაშვილი და ჯაბა ქურტიშვილი, ფოტო: გიორგო შენგელია. სპექტაკლში მონაწილეობენ: ზუკა ცუხიშვილი (ხმა), ანკა დიდმანიძე, ნინა ქიფშიძე, სალომე ესაძე, ანიკო შურგაია, ლუკა ჩიბუხაია, ნიკა ჯაფარიძე. მუსიკა: ბაჩო ჯიკიძე, თორნიკე ჯაფიანაშვილი, Blue Trio და Madonna. წარმოდგენა გაიმართება 14 მარტს, ქალაქის თეატრში. სუბტიტრები ინგლისურად. მინიმალური ასაკი – 16+.

Continue in Pochill

Viewing works on the web. Joining and chats are in the app.