სანდრო გეგეჭკორის სოლო საღამო
14 მარტს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტი სანდრო გეგეჭკორი წარმოგიდგენთ სოლო კონცერტს – „1908 D – A 1940“. ახალგაზრდა ქართველ პიანისტს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი აქვს მოგებული, მათ შორის ბარსელონაში გამართული Maria Canals-ისა და Euregio Piano Award. კონცერტზე რახმანინოვისა და პროკოფიევის ორი გამორჩეული ნაწარმოები შესრულდება, რომლებიც კომპოზიტორებმა ცხოვრების რთულ პერიოდში შექმნეს. საღამო ორი განყოფილებისგან შედგება და მას მხარს უჭერენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, Creative Georgia და კომპანია „ციტადელი“. სხვა დეტალები: ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. ბილეთების ფასი: 10-50 ლარი.
Continue in Pochill